ყაჩაღობა ბათუმში, სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავს უცნობი პირი მაშინ დაესხა, როდესაც ის ობიექტს ხსნიდა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს ფიზიკურად ქვით გაუსწორდა. ყვებიან, რომ თავდამსხმელს ობიექტიდან თანხის წაღება სურდა, თუმცა სავალუტო ობიექტის მეპატრონემ მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც თავდამსხმელი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.