მთავრობის გადაწყვეტილებით, სვანეთში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული მკაცრი საკარნტინო შეზღუდვები 21 აგვისტოს მოიხსნება. თუმცა შეზღუდვები ძალაში რჩება – დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში. აღნიშნულ ორ სოფელში ინტენსიური ტესტირება გაგრძელდება. მესტიაში სულ 3500-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, ტესტირება ჩაუტარდა იმ 1246 პირსაც, რომლებსაც მესტიასთან მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. გამოვლენილია სულ 49 დადებითი შემთხვევა, მათგან 29 უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა, 20 კი კონტაქტების კვლევისას.
დღეს აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთი ინფიცირებული ქობულეთის მკვიდრია. ჯერ-ჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა შემთხვევა კაფე “ჰავანას”. სპეციალისტები წყაროს დასადგენად მუშაობენ. მეორე ინფიცირებული კი საკარანტინო სივრციდანაა. მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აჭარაში გამოვლენილი შემთხვევბის გამო, ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ნებაყოფლობითი ტესტირება შეეძლებათ.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდნეობამ 10-ით მოიმატა, გასული დღე-ღამის განმავლობაში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 1098-ია. ამ დროსითვის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1362-ია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ COVID-19-ის 202 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 78 ადამიანი გამოჯანმრთელდა.