გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება. გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ საქმის მასალების გასაცნობად გამომძიებლებმა ორი დღე ითხოვეს. თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, მთავარ საგამოძიებო უწყებაში მომდევნო შეხვედრა 20 აგვისტოს გაიმათება. დაზარალებული ოჯახის მოთხოვნით, ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიებას სწორედ გენერალური პროკურატურა განაგრძობს.