მედიკამენტების მუდმივად მზარდი ფასები და მონოპოლისტი ფარმაცევტული კომპანიები – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კონკრეტული კომპანიები მედიკამენტების ფასებს აორმაგებენ, რაც მოსახლეობის ისედაც რთულ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ პრეზენტაციაზე ვაშაძემ ამომრჩევლებს წამლების ფასების რეგულირების მექანიზმი წარუდგინდა და გასცა პირობა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მედაკამენტებზე ფასები მინიმუმ 30%-ით შემცირდება.