ბარ “ბაუჰაუსის” დაკარგული თანამშრომლების ცხედრები მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს. თავდაპირველად მდინარიდან ბაია ბერუაშვილის ცხედარი ამოიყვანეს, მოგვიანებით კი მაშველებმა გიორგი შალამბერიძის ცხედარსაც მიაკვლიეს. სამართალდამცავები გარდაცვლილებს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მყვინთავებმა ცხედარებს მტკვარში იმ ტერიტორიაზე მიაკვლიეს – სადაც ბარი მდებარეობს. როგორც ცნობილია, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი ბარიდან 15 აგვისტოს ღამის 5 საათზე ერთად გავიდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი გაქრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აწარმოებს.