მინისტრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს (14.08.2020)

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მინისტრების განცხადებით, ივლისის თვეში გადმოსვენებული 8 საამხედრო და 5 სამოქალქო პირის ნეშტი ოჯახებს დღეს გადაეცემათ, ხოლო მათი საპატიო წესით დაკრძავა ხვალ მოხდება. დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში დღეს საღამოს დაიწყება და ხვალ ორ საათამდე გაგარძელდება.