“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” მოქალაქე ნატალია ფარცხალაძის სარჩელის საფუძველზე მთავრობის მიერ დადგენილი წესის, უცხოეთიდან საჰაერო გზით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის სავალდებულო წესით გავლას ასაჩივრებს. ორგანიზაციის იურისტი ამბობს, რომ მთავრობის დადგენილება დისკრიმინაციულია და დასაბუთებული არგუმენტი მის სასარგებლოდ არ არსებობს. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მიდგომა დისკრიმინაიცულია და მის გაუქმებას ითხოვს. სარჩელს მხარს უჭერს “ევროპული საქართველოც”. გიორგი კანდელაკის თქმით, არა მხოლოდ ეს კონკრეტული, არამედ ყველა მსგავსი ფაქტი უნდა გასაჩივრდეს. კანდელაკი ამბობს, რომ ამ წესით მთავრობა ფაქტობრივად უკრძალავს საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებას.