პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” ომის ვეტერანებისთვის არსებული საყოფაცხოვრებო 22 ლარიანი სუბსიდიის გახუთმაგების ინიციატივით გამოდის. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაიწყოს სამუშაო პროცესი ვეტერანთა სახლების იდეის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ვეტერანების, სიცოცხლის ბოლომდე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. პარტიაში ასევე თვლიან, რომ ყველა ვეტერანი, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, უნდა იყენებდეს უნივერსალურ ბარათს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც აღმოფხვრის ქალაქის და სოფლის ვეტერანების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.