“ევროპულმა საქართველომ” ხონში რეგიონალური შეხვედრა გამართა (12.08.2020)

“ევროპულმა საქართველომ” რეგიონალური შეხვედრა ამჯერად ხონში გამართა. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორი იქნება. პარტიის ლიდერის განცხადებით, კეთილდღეობა დაცულობა და ევროინტეგრაცია არის ის რასაც “ევროპული საქართველო” ამომრჩეველს პირდება. გამარჯვების შემთხვევაში პარია პენსიის და სოციალური დახმარების გაორმაგებას გეგმავს. მხარდამჭერებს სიტყვით აკაკი ბობოხიძემაც მიმართა, რომელიც  პარტიის გადაწყვწტილებით, ვანი-ხონი-წყალტუბო-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.