სოფელ შინდისში ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ თანადგომა გამოუცხადა.