პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის ბიძა. მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია და ოჯახს გამოძებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს. ნიკოლაძის განცხადებით, ისინი თვალყურს მიადევნებენ საქმეს არა მარტო მიმდინარეობას, არამედ სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რათა დამნაშავეთა ვადამდე გათავისუფლება ან შეწყალება არ მოხდეს. ნიკოლაძე აცხადებს, რომ 5 პირის მიმართ წაყენებული ბრალდება სრულად არის დადასტურებული მტკიცებულებებით.
მირიან ნიკოლაძის განმარტებით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა “ტოიოტას” მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს. შაქარაშვილის ბიძამ “ტოიოტა ქამრის” მეექვსე მგზავრზეც ისაუბრა, და თქვა, ქამრიში მყოფი მეექვსე პირი მძღოლი იყო და ის მხოლოდ 6 წუთის განმავლობაში იყო მანქანიდან გადმოსული, ამიტომ ნიკოლაძის თქმით “ტოიოტა ქამრის” მეექვსე მგზავრი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მონაიწლეობას ვერ მიიღებდა.