საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს. ქვეყნის პირველი პოლიციელი ამბობს, რომ საქმის გამოძიება კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, საბოლოო შედეგი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. გომელაურმა დღეს ბაჩალიაშვილის საქმეში ამერიკული მხარის ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გამოძიებას FBI-ის სპეციალისტების დახმარება დასჭირდება, ისინი საქმეში დაუყოვნებლიც ჩაერთვებიან.