ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობა 14-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 1264-ს მიაღწია. ახალი შემთხვევებიდან 2 გაჩიანიდანაა, 9 უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 3 პაციენტი კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 194 პაციენტი გადის, რომელთაგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. 44-ით გაიზარდა ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან.
COVID-19-ის ერთი ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. კორონავირუსი დაუდგინდა 60 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის დროს ის ოჯახში იმყოფებოდა. ინფიცირებულთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას ეპიდემიოლოგები არკვევენ. კორონავირუსი დაუდგინდა სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ COVID-19-ით ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრსაც. 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი 2 დღის წაინ დაუდგინდა და ის ლარსის სასაზღვო პუნქტზე მუშაობს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 7279 პირი იმყოფება, ხოლო ექიმები 270-ზე მეტ ადამიანს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.