“ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას” – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს. გიორგი გახარია განცხადებას FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს საბოლოო მიზნამდე, რასაც სრული დეოკუპაცია და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების გაერთიანება წარმოადგენს.