პოლიტიკური პარტია “ლელოს” წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ რეჟმში გაიმართა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ეუთოსთან განსახილველი ძირითადი თემა 2020 წლის აჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება იყო. ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საპარლაემნტო არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი დამკვირვებელთა რაოდენობაა, ამიტომ პარტია წინასაარჩევნო პერიოდში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ღრმა ჩართულობასა და დაკვირვებას სთხოვს.