პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში აშშ საქართვერლოს გარკვეულ პირობებს უწესებს (06.08.2020)

პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში  აშშ-ი გარკვეულ პირობებს აწესებს. 295 ხმით 125 ის წინააღმდეგ – წარმომადგენელთა პალატამ შესწორება შეიტანა აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. დოკუმენტის თანახმად  არა უგვიანეს 180 დღეში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს ქვეყანაში  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში, საარჩევნო რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე.

საპარლამენტო ოპოზიციის თქმით შტატების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამერიკისთვის საქართველო დემოკრატიული ქვეყანა აღარ არის.  ამბობენ, რომ ეს არის გაფრთხილებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი მაიკ პომპეოსგან მწვავე და კრიტიკულ ანგარიშს ელოდება.  მათი თქმით ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები საქართევლოში დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით დადებითი ვერ იქნება. ოპოზიცია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის გამო შესაძლოა ქვეყანამ მილიონობით დოლარის დახმარება დაკარგოს.

მმართველი გუნდი კი წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. საპარლაემნტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართევლო-ამერიკას შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. მათი ტქმით სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დადინანსება იზრდება რაც იმაზე მეტყველებს,  რომ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს მიმართ ნდობა გააჩნიათ.

2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის თანახმად, თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. აქტს 23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. მანამდე კი დოკუმენტი  წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. თუმცა გუშინ აქტში შესწორება შევიდა და მიღებული დოკუმენტი დასამტკიცებლად ისევ სენატს გადაეგზავნა.