საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1197- მდე გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში 12-ით გაიზარდა გამოჯანმრთლებულთა რაოდენობაც და ვირუსი საერთო ჯამში 974 პაციენტმა დაამარცხა. ახალი შემთხვევებიდან ოთხი გაჩიანს უკავშირდება, სამი შემოტანილია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო დარცენილი სამი ინფიცირების წყაროს მოძიება კი, ეპიდემიოლოგების მიერ ამ დრომდე გრძელდება.