საქართველოში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა იწყება (05.08.2020)

დაავბადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კვლევა დაახლოებით 10 დღეში დაიწყება. ამირან გამყელიძის განმარტებით, კვლევის მიზანი იმ ინფორმაციის დადგენაა თუ რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი საერთო ჯამში. მისივე თქმით, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმის შემუშავება კორონავირუსის მეორე, მესამე და მეოთხე ტალღებისთვის.