საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შეამცირა. სების ინფორმაციით ივლისში ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7%-ით იკლო, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით დაწიოს. ცენტრალური ბანკის პროგნოზით 2020 წელს ეკონომიკის 5%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ დონეს ჩამოცდება.