მცხეთის საქალაქო სასმართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს გურამ ამირხანაშვილის და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებები, ვინაიდან ადვოკატების თქმით ისინი არასანდო მოწმეები არიან და გამოძიებას ყოველი გამოკითხვისას განსხვავებულ ჩვენებებს აძლევენ. ადვოკატები ასევე ითხოვენ, რომ საქმეში დარჩეს ის ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ამოღებას პროკურატურა ითხოვს.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან არანაირი შემცებლობა არ აქვს, ამიტომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. ეს შეუამდგომლობა არასრულწლოვნების ადვოკატებმა მცხეთის სასამართლოში გასულ კვირას გამართულ პროცესზე დააყენეს, თუმცა მოსამართლემ დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მათ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ მოსამართლემ შაქარაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცეს.
დაკავებულებს ამ ეტაპზე ბრალი ძალადობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლებით აქვთ წარდგენილი, თუმცა არ არის გამორიცხული არასრულწლოვნებს ბრალი დაუმძიმდეთ.