წინასაარჩევნო სამართალდარღვევები და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობა – “სამართლიანი არჩევნები” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მეორე ნაწილს აქვეყნებს. ორგანიზაციის დაკვირვებით, 5 ივლისიდან – 3 აგვისტოს ჩათვლით, ამომრჩეველთა მოსყიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც ოთხი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების, ერთი პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის”, ორი “ნაციონალური მოძარობის”, ხოლო ერთი კი თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ განხორციელდა.
“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად, მოცემულ პერიოდში, ხუთ მუნიციპალიტეტში ადამიანების სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისულფების შემთხვევებიც დაფიქსირდა. ორგანიზაციის მხირდან ასევე გამოვლენილია პილიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის – ერთი, ადმინისტრააციული რესურსის გამოყენების – ორი, ეკლესიის წინასაარჩევო კამპანიაში ჩარევის – ერთი, პოლიტიკური ნიშნით განხორიცელებული ზეწოლა/მუქარის – ხუთი და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის ერთი ფაქტი.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სრულად იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში, მაშინ როცა ყველა პარტია ფაქტობრივად განეტრალებული იყო და ქუჩაში გამოსვლაც არ შეეძლოთ “ქართულმა ოცნებამ” მასშტაბური საარჩევნო კამპანია აწარმოა. რომან გოცირიძე ამბობს იმასაც, რომ მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კვლავ “ქართული ოცნების” საარჩევნო ბრძოლის იარაღია, თუმცა რაც შეეხება თავად “ნაციონალური მოძარობის” შემთხვევას, გოცირიძე განმარტავს, რომ პარტიის ლიდერები ისეთ ოჯახებს ეხმარებოდნენ, რომლებსაც არსებობის საშაულეაბაც კი არ ჰქონდათ და ეს არ ხდებოდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის ქმედებები, რომლებიც ანგარიშშია მოყვანილი კანონდარღვევად არ შეიძლება ჩაითვალოს. “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით მსგავსი ბრალდებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი ფაქტები არასაკმარისია.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევა, იმ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა და რელიგიურმა ორგანიზაცეიბმა უნდა გაითვალისწინონ. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტკურ პარტიებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ამომრჩეველთან ურთოერთობის იმგავრი ფორმა, რაც მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ასევე, არ განახორციელონ ზეწოლა/მუქარა ოპოზიცუიურად განწყობილ ადამიანებზე და არ დაუშვან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.