შინაგან საქმეთა მინისტრის თათბირი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან (04.08.2020)

შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე ესწრებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებებიც მისცა.