კოვიდ ინფექცია კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 962-ს შეადგენს (04.08.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 1182 გახდა. ბოლო მონაცემებით კოვიდინფექცია კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 962-ს შეადგენს. ახალი ინფიცირებულებიდან ორი იმპორტირებულია, ერთის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. კარანტინის რეჟიმში 7066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 294 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსით სულ 17 ადამიანი გარდაიცვალა.