თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ექიმი დააკავეს (04.08.2020)

“თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. შედეგად პაციენტი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახემ გენერლაურ პროკურატურაში გამართულ ბრფინგზე განაცხადეს. პროკურატურის ინფორმაციით  უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, უკვე დაკავებულია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”-ს დირექტორი  და ამავე კლინიკის ექიმი, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე კიდევ ერთი პირის მიმართ კი რომელმაც საქართველოს ტერიტორია დატოვა, დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.  პროკურატურამ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.