საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1155-მდე გაიზარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ორით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდნეობაც და ვირუსი საერთო ჯამში 929 ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირებულთა ახალი შემთხვევებიდან 5-ის წყარო გაჩიანის დასახლებაა, 4 შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთი ინფიცირებულის კონატქების მძიება ამ დრომდე გრძლედება.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. “სპუტნიკ აფხაზიას” ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული ე.წ პარლამენტის დეპუტატია. ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის სულ 63 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 37 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.