რუსული კრიმინალური შინაარსის სიმღერა „ქართული ოცნების“ ოფისთან. 90-იანი წლების რეტროსპექტივა (28.07.2020)

“90-იანი წლების რეტროსპექტივა” – ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსით სამართლიანობის საინიციატივო ჯგუფი მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან მივიდა. აქციის მონაწილეები სიმბოლურად წარმოდგენილი იყვნენ 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმლითა და ცეცხლსასროლი იარაღის სათამაშო მაკეტებით. საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, “ქართული ოცნება” ცდილობს,  რომ 90-იანი წლების დამახასათებელი მოვლენები: კრიმინალი, მკვლელობა, ნარკოტიკების ჩადება და რუსეთის გავლენები გააძლიეროს. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის გუნდს ირონიული მადლობაც გადაუხადეს.