რა კრიტერიუმებით გაიცემა პრემია-დანამატები საქართველოს საარჩევნო ადმინიტრაციაში. 2019 წელს, ცესკოს თანამშრომელთა ანაზღაურების შესახებ ანგარიშს, ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” აქვეყნებს. ორგანიზაციისთვის გაურკვეველია თუ რა კრიტერიუმებით ხდება პრემიებისა თუ დანამატების სახით გასაცემი თანხის ოდენობის განსაზღვრა. დოკუმენტში ნათქვამია, ისიც, რომ დანამატების დიდ ნაწილს ყველაზე ხშირად არა რიგითი თანამშრომლები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები იღებენ. წინა წლებთან შედარებით, 2018-2019 წლებში დანამატისა და ჯილდოს გაცემის სიხშირე და მოცულობა შემცირებულია, თუმცა ორგანიზაციის კვლეით ირკვევა, რომ მოიმატა თანამდებობრივმა სარგომ. “სამართლიანი არჩვენები”-სთვის ბუნდოვანია ანაზღაურების მატების კრიტერიუმებიც.