ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, მათ აშანტაჟებენ და უთვალთვალებენ (28.07.2020)

ბოლო დროის გახმაურებულ საქმეეში ჩართული ექსპერტები მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობენ. ცენტრი “ემპათიის” ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტის გალინა კარმუშინასა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ უკანონო თვალთვალი და ზეწოლა მიმდინარეობს.  “ემპათია”-ში ამბობენ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, მათ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ტროლები და ბოტები მოქმედებენ, რომელთა მიზანიც “ემპათიის” პატივისა და ღირსების შელახვაა. მას შემდეგ, კი რაც ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილის საქმეშიც ჩაერთვნენ, ზეწოლის მსხვერპლი უკვე ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გახდა.  “ემპათია” სახალხო დამცველს და დიპლომატებს მიმართავს დაინტერესდნენ მათ წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული შეტევით. მიხეილ რამიშვილი ადვოკატთა ასოციაციასაც მიმართავს და მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი მხარდაჭერა მისი, როგორც ადვოკატის მიმართ.