დავით ზურაბიშვილმა “რესპუბლიკური პარტია” დატოვა. ვრცელი პოსტი ზურაბიშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ის წერს, რომ გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო, თუმცა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ის არ საუბრობს.
“გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს” – წერს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, არ აპირებს სხვა პარტიებში გადასვლას, ან ამ არჩევნებში კენჭისყრას.
“ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად” – აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.