COVID-19 კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა – ახალი შემთხვევებიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება (24.07.2020)

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში COVID-19 კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, 1 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რიცხვი ერთით გაიზარდა და 912 გახდა. კარანტინის რეჟიმში 5936 ადამიანი რჩება. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 16 ადამიანი გარდაიცვალა.

ფართომასშტაბიანი სკრინინგი უკვე დაიწყო ლილოს ბაზრობაზე, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 8 შემთხვევა გამოვლინდა. ლილოს ბაზრობაზე გამოკვლევების ჩატარების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს.  ლილოს ბაზრობაზე გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები.