თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ევროპულ-ამერიკული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სრულ კომპლრქსურ მომსახურებას სთავაზობს. კლინიკა ერთდროულად მოემსახურება 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულს. კენ ვოლკერის კლინიკის მშენებლობა თბილისსა და ბათუმში კერძო ინვესტორის მიერ დაფინანსდა და ჯამში პროექტში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.