გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. ცოცხლი ძალის გარდა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგი დრონების საშუალებითაც განხორციელდება. ქვემო ქართლის გუბერნატორი ამბობს, რომ სოფელი ყარაჯალარის ჩაკეტვა იძულებითი ნაბიჯი იყო, ვინაიდან სოფელში კორონავირუსის უკვე 23 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო 24 საათში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა.