ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია “ფრონტერა” საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კომპანია განცხადებიათ გამოეხმაურა მთავრობის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ფრონტერა”-სთან კონტრაქტს არ აუქმებენ. კომპანიის შეფასებით მთავრობის განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური და ყალბი განცხადებებით, რომლის მიზანიც აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა. “ფრონტერა” განმარტავს, რომ არასდროს არსებულა ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
კომპანია “ფრონტერას” განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის ბიზნესგარემო მნიშვნელოვანია და არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, საინვესტიციო გარემო და ბიზნეს კლიმატი ეჭვქვეშ დააყენოს. ოპოზიცია კი ხელისეუფლებას ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დაზიანებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომპანია “ფრონტერა”-სთან ხელშეკრულების გაგრძელება საერთაშორისო ზეწოლის შედეგია.