თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგანგებო განცხადებას აკეთებს მთავრობის მეთაური. გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინიტროს გარდაცვლილის ოჯახისა და საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება დაავალა და საქმის დროული გამოძიებაც მოითხოვა. ამბობს, რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა თემა სპეკულირებისთის გამოიყენონ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება გიროგი გახარიამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის და ახლობლებისთვის სამძიმარის გამოცხადებით დაიწყო.