ანა დოლიძე ნავთლუღში – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (23.07.2020)

უწყლობა, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, ინფრასტრუქტურული პრობლემები-ნავთლუღის დასახლების მეოთხე ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივებს დღეს, მოძრაობა  “ხალხისთვის” ლიდერო  ანა დოლიძე შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა. ამბობენ, რომ  პრობლემების მოგვარებაში, რომელიც მოსახლეობას წლებია აწუხებს ადგილობრივი მთავრობა არ ეხმარებათ. მოსახლეობა ამბობს, რომ  თუ ხელისუფლება პრობლემებით არ დაინტერესდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.