მეხუთე დღეა უშედეგოდ ეძებენ სვანეთში დაკარგულ 13 წლის ბიჭს. მოზარდის ახლობლების ინფრომაციით ბიჭი სახლიდან 18 ივლისს გავიდა, თუმცა უკან არ დაბრუნებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 45 მეხანძრე-მაშველი თანამშრომლები.ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებითაც.