ბოლო პერიოდში გახშირებული გარდაცვალების ფაქტები პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესებულია და არის დაუსჯელობის სინდრომი, რაც “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს და ოპოზიცია გახმაურებულ საქმეებს პოლიტიკური სპეკუალციებისთვის იყენებს.