ვიდრე თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვლილს იპოვიდნენ, ფონიჭალაში, გვიან ღამით აქცია გაიმართა (22.07.2020)

ვიდრე 5 დღის წინ გაუჩინარებულ თამარ ბაჩალიაშვილს დღეს გარდაცვლილს იპოვიდნენ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გუშინ ღამით აქცია გამართეს და ფონიჭალის დასახლებაში გზა გადაკეტეს. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ და ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას ითხოვდნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან ბაჩალიაშვილის დედა შეუძლოდ გახდა.