ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს პატიმრობა შეეფარდა (21.07.2020)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმე , 19 ივლისს სასტუმრო “პარაგრაფში” მომხდარ ინციდენტს ეხება. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც სწორედ გოგოჭური მონაწილეობდა. გამოძიება  გოგოჭურს ძალადობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას  ედავება.