დაკარგული 23 წლის გოგონას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თამუნა ბაჩალეიშვილს უკვე მე-4 დღეა ეძებენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და კამერებმა ბოლოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხაშში დააფიქსირეს. გოგონას გათიშული აქვს მობილური ტელეფონიც. არ არის ნაპოვნი არც მისი მანქანა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გოგონა მარნეულის მიმართულებით მოტყუებით წაიყვანეს.