“ტრიუკი 2020” – აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან (20.07.2020)

“ტრიუკი 2020” – ამ სახელწოდებით აქცია მოძრაობა “შეცვალე”-ს წევრებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართეს. აქტივისტებმა ალტერნატიული მაჟორიტარები წარადგინეს და ამ ფორმით საზოგადოებას პოლიტიკოსების  საქმიანობა შეახსენეს. მათივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი დამკვეთი და სამთავრობო პირებიც იმას აკეთებენ, რაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელს სურს.

აქციაზე პარალელურად ისმოდა საგანგებოდ ჩართული სიმღერა “რაც მამას უნდა”.