COVID-19 და საქართველოს გამოცდეილება – დიპლომატებს ინფორმაცია პრეზიდენტმა მიაწოდა (17.07.2020)

რა გამოცდილება დააგროვა საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და რა გზას გაივლის ის მომავალში – ამ თემებზე სადისკუსიო  შეხვედრა დღეს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე მყოფ დიპლომატებს ხელისუფლების მხრიდან  პანდემიის დროს მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ქეყნისთვის  კოვიდის კრიზისი საკმაოდ  რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა საქართველომ ეს ტესტი  წარმატებით გაიარა. პრეზიდენტმა პენდემიის პერიოდში მოქალაქეების როლზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საზოგადოებას  მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა რომ არ ჰქონოდა ეს პროცესი წარმატებით არ იმუშავებდა.  ქვეყნის პირველმა პირმა  დისკუსიის მიმდინარეობისას  ყურადრება ევროკავშირის, საერთაშორისო საზოგადოებისა და ფინანსური ორგანიზაციების მნიშვნელოვან მხარდაჭერაზეც  გაამახვილა. დღევანდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბიც ესწრებოდნენ.