„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა (16.07.2020)

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 04 ივლისს, ამბროლაურში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სირაძე “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ჩხუბს ონში ჰესების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რაც მოგვიანებით ამბროლაურში გაგრძელდა. ინციდენტში ოთარ სირაძის ძმაც მონაწილეობდა, პროკურატურამ ბრალი მასაც წარუდგინა. მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სირაძე მომხდარს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.