რა პრობლემები გამოიკვეთა კორონა პანდემიის გამო დისტანციურად ჩატარებულ სასამრთლო სხდომებზე. ანგარიშში, რომელსაც სახალხო დამცველი აქვეყნებს ნათქვამია, რომ ციხეების ინფრასტრუქტული გაუმართაობის გამო, სასამართლო სხდომების დიდი ნაწილი, დაგვიანებით იწყებოდა. მხედველობასა და სმენადობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები კი ხშირ შემთხვევაში მათ გადადებასაც იწვევდა. ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო მოწმთა დაკითხვის დროს სასამართლო მათ სანდოობას ვერ ადგენდა. იკვეთებოდა თარგმნის ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებიც. პრობლემების მოგვარების მიზნით, ნინო ლომჯარიამ ანგარიშში რეკომენდაციებიც ასახა. ერთ-ერთი რეკომენდაციით სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისტანციური პროცესის დროს ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის ტექნიკური უზრუნველყოფა ურჩევს.