ხმაურიანი ბიუროს სხდომა (14.07.2020)

ხმაური იყო ბიუროს დღევადნელ სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. შელაპარაკება  ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპრიექტს მოჰყვა, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ბესელიამ კანონპროექტის რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რასაც “ქართული ოცნება” არ ეთახნება. ამის გამო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია რატომ არ იხილავს მმართველი გუნდი არჩევნებამდე, საარჩევნო საკითხთან დაკავშირებულ კანონპრიექტს, მაშინ როცა დაჩქარებული წესით იხილავს კომუნიკაციები მარეგულირებელი კომისიის ინიციატივას, რომელზეც საზოგადოების კონსენსუსი არ არსებობს. ოპოზიციის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ კრიტიკით უპასუხა.