წინასწარი პატიმრობის გაზრდილი რაოდენობა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება – საიას მონიტორინგი (14.07.2020)

გაზრდილი წინასწარი დაკავებები და მოსამართლეების მიერ გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მეთოთხმეტე ანგარიში წარმოადგინა. ორგანიზაციის მიერ 200-ზე მეტი სასამართლო სხდომის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასამართლო დაკავებულების თითქმის 98%-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ან გირაოს იყენებს, ეს გადაწყვეტილებები კი ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია. ამავე კვლევაში საუბარია სამართალდამცავი უწყებების მიერ მოქალაქეების დაკავების ფაქტებზეც და ნათქვამია, რომ მოსამართლეები დაკავებების კანონიერებას სხდომებზე საჯაროდ არ განიხილავენ.