კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრით გაიზარდა და საერთო რაოდენობა 995 გახდა (13.07.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრით გაიზარდა და  ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 995 გახდა. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ოთხ კვირაში გამოვლენილი  ინფიცირების  ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ  15 პაციენტი გარდაიცვალა.