საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრით გაიზარდა და ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 995 გახდა. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მათ კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ოთხ კვირაში გამოვლენილი ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყარო სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა.