ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს (10.07.2020)

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა. ის კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე 17:00 საათზე დაიბარეს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს. გვარამიას ადვოკატის ინფორმაციით გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.