ხელისუფლება კორონავრისუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპს იწყებს. საკორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, იხსნება საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დააკმაყოფილონ. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ასეთ ობიექტს შრომის ინსპექცია შეამოწმებს, რეკომენდაციები ბიზნეს სექტორს უმოკლეს ვადაში გაეგზავნება.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილება სპეცრეისთებთან დაკავშირებითაც მიიღეს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ივლისის შუა რიცხვებიდან ორი ავიაკომპანია “Wizz Air” და “MyWay Airlines” საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეისების განხორციელბაში საქართველოს ავიახაზები ჩართული აღარ იქნება. უახლეს პერიოდში იგეგმება შიდა ფრენების აღდგენაც.